პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტები შესაძლებლობას გაძლევთ შეამციროთ საოპერაციო ხარჯები და ეფექტიანად მართოთ თქვენი კომპანიის სერვისები ან პროდუქტები.
პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისას პროდუქტის განვითარების სწორად დაგეგმვა, რისკების გათვალისწინება, არსებული რესურსების და პასუხისმგებლობის დელეგირება, გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობა და ეფექტიანი კომუნიკაცია ის პროცესებია, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდის თქვენი პროექტის წარმატებით შესრულების შესაძლებლობას.
შეთავაზება
ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ციფრული ამოცანების გადაჭრაზე და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების პროცესში ისეთ თანამედროვე, გამოცდილ მეთოდოლოგიებს და მიდგომებს იყენებს, როგორიცაა Design Thinking, Agile, Lean, DevOps და Google Design Sprint.
იუჯითის ჰყავს მრავალფუნქციური ეჯაილ გუნდი, რომელსაც ციფრული პროდუქტების და სერვისების განვითარების უდიდესი გამოცდილება გააჩნია. ჩვენი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისა და განვითარების გადაწყვეტები უზრუნველყოფს:
ჩვენი მომხმარებლები
ჩვენი მომხმარებლები არიან ორგანიზაციები, რომლებიც ოპერირებენ სხვადასხვა ბიზნეს სექტორებსა და ინდუსტრიებში, როგორებიცაა საცალო გაყიდვები, სავაჭრო ქსელები, საფინანსო ინსტიტუტები, ჯანდაცვის ორგანიზაციები, საწარმოები, სახელმწიფო სერვისების მიმწოდებლები და სხვა.