დაშვების კონტროლის სისტემები (ACS)

დაშვების კონტროლის სისტემები (ACS) წარმოადგენს უსაფრთხოების სისტემას, რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ან შენობებზე წვდომის შესაზღუდად გამოიყენება. მისი საშუალებით, კონკრეტულ სივრცეში დაშვება შესაძლებელია მხოლოდ აუთენთიფიკაციის შემდეგ.

დაშვების კონტროლის სისტემა შესაძლებელია ინტეგრირებული იყოს CCTV გადაწყვეტებთან, ტერიტორიაზე ან შენობაში შესასვლელი კარის და სხვა ტიპის შესასვლელების გაღება-დახურვის კონტროლის მიზნით. დაშვების კონტროლის სისტემებით შესაძლებელია რეალურ დროში დაშვების აქტივობის მონიტორინგი და რეპორტინგი.

დაშვების კონტროლის სისტემები ხელს უწყობს შენობის ან სივრცის უსაფრთხოების გაძლიერებას, არაავტორიზებული წვდომის თავიდან აცილებას და მხოლოდ უფლებამოსილი პირების დაშვებას შეზღუდულ ადგილებში.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითის მიერ შემოთავაზებული დაშვების კონტროლის სისტემების (ACS) დახმარებით შეგიძლიათ მიიღოთ ისეთი სარგებელი, როგორიცაა:

  • გაძლიერებული უსაფრთხოება, რაც შეამცირებს ქურდობის, ვანდალიზმის და უსაფრთხოების სხვა საფრთხეების რისკს
  • გაუმჯობესებული კონტროლი იმაზე, თუ ვის აქვს უფლება შევიდეს შენობის გარკვეულ უბნებზე
  • მონიტორინგი და რეპორტინგი, რათა უზრუნველყოთ რეალურ დროში დაშვების აქტივობის მონიტორინგი და ანალიზი.
  • თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა

ჩვენი მომხმარებლები

დაშვების კონტროლის სისტემები განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, დაწესებულებებისთვის და კერძო თუ საჯარო ობიექტებისთვის, რომელთათვისაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი კლიენტები არიან საჯარო და კერძო ორგანიზაციები, სავაჭრო ცენტრები, საწარმოები, საჯარო ობიექტები, ოფისები, სავაჭრო ცენტრები, წარმოების ობიექტები და სხვა.