ქლაუდზე დაფუძნებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები

ქლაუდზე დაფუძნებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები (VSaaS) ვიდეო არქივს და სხვა მონაცემებს შიდა სერვერების ნაცვლად, ღრუბლოვან გარემოში ინახავს. ქლაუდზე დაფუძნებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები კამერებიდან ქლაუდზე ჩანაწერის გადასაცემად და ასატვირთად, ლოკალურ ინტერნეტ კავშირს იყენებს.

ქლაუდზე დაფუძნებული CCTV შესაძლებლობას იძლევა გააერთიანოთ სხვადასხვა მწარმოებლის, ბრენდის ვიდეო კამერები ერთიან სისტემაში და ტრადიციული, ლოკალურ სერვერებზე განთავსებული ჩანაწერებთან შედარებით გამოირჩევა ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა:

  • მასშტაბურობა, რადგან ქლაუდზე დაფუძნებული სისტემები მარტივად შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს ბიზნესის ცვალებადი მოთხოვნების მიხედვით, დამატებითი ტექნიკის ან ინფრასტრუქტურის საჭიროების გარეშე.
  • მოქნილობა, რადგან მომხმარებლებს შეუძლიათ ჰქონდეთ სისტემასთან წვდომა ნებისმიერი ადგილიდან ინტერნეტით და ისეთი მოწყობილობების გამოყენებით, როგორიცაა სმარტფონები, ტაბლეტები ან ლეპტოპები.
  • ხარჯთეფექტურობა, რადგან ქლაუდზე დაფუძნებულ სისტემებს სჭირდება გაცილებით ნაკლები წინასწარი და მუდმივი ტექნიკური ხარჯი.
  • უსაფრთხოება, რადგან ღრუბლოვან პროვაიდერებს, როგორც წესი, აქვთ უსაფრთხოების მკაცრი, რამდენიმე საფეხურიანი დაცვა კიბერშეტევებისგან.
  • მარტივი გამოყენება, რადგან როგორც წესი, მარტივია ქლაუდზე დაფუძნებული სისტემების ინსტალაცია, გამოყენება და საჭიროებს მინიმალურ ტექნიკურ ცოდნას.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ ქლაუდზე დაფუძნებულ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებს (VSaaS), რომელიც თქვენი ბიზნესისთვის საიმედო და ხარჯთეფექტური გადაწყვეტილებაა. ჩვენი სპეციალისტების მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტები შენობების მონიტორინგის, თქვენი აქტივების დაცვისა და თანამშრომელთა უსაფრთხოების შესაძლებლობას მოგცემთ.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, სადისტრიბუციო კომპანიები, სატრანსპორტო კომპანიები, ჯანდაცვის ობიექტები. ასევე, ქლაუდზე დაფუძნებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით (VSaaS) სარგებლობენ სხვა მსხვილი და საშუალო ზომის, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში მოღვაწე ორგანიზაციები.