ადამიანური კაპიტალის მართვა (HCM)

კომპანიები, რომლებიც მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით გამოირჩევიან, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მარტივ სისტემებს საჭიროებენ. ადამიანური კაპიტალის, იგივე ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემა (HCM, HRM)  თანამშრომლების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას ემსახურება. მისი მიზანია, ადამიანური კაპიტალის ელექტრონული მართვის შემუშავებული პოლიტიკისა და სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფა. ასევე სისტემები თანამშრომლებს ელექტრონული თვითმომსახურების სერვისების მიღების შესაძლებლობას აძლევს, რაც აჩქარებს და ამარტივებს HR პროცესებს.

ადამიანური კაპიტალის მართვის (HCM) სისტემით შესაძლებელია HR მენეჯმენტთან დაკავშირებული პროცესების მარტივი, სწრაფი მართვა და ანალიტიკური რეპორტინგი. HR პროცესების გაციფრულება უზრუნველყოფს:

  • თანამშრომლებისთვის რუტინული სამუშაოს შემცირებას
  • HR პროცესების სრულად ავტომატიზირებას
  • ადამიანური შეცდომების მინიმუმამდე შემცირებას
  • ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას
  • ინფორმაციის ცენტრალიზაციას და გაზრდილ უსაფრთხოებას

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი Microsoft Dynamics 365 Business Central-ის და SAP SuccesssFactors-ის სისტემებს გთავაზობთ. SAP SuccessFactors წარმოადგენს ახალი თაობის სისტემას, რომელიც თანამშრომელთა კმაყოფილების და კომფორტის ზრდისკენ არის მიმართული.

SAP SuccessFactors-ის გადაწყვეტილებებით, შეგიძლიათ შეიმუშაოთ საკუთარი კომპანიის მონაცემებზე დაფუძნებული ტალანტების მართვის სტრატეგია და განსაზღვროთ თანამშრომელთა განვითარების სრული ციკლი. სხვა მოდულებთან ერთად, იგი მოიცავს ისეთ, ადამიანური რესურსების მართვის პროცესებს, როგორიცაა თანამშრომელთა შერჩევა (Recruiting), თანამშრომელთა სამუშაო პროცესში ჩართვა (Onboarding), შესრულებული სამუშაოს შეფასება (Performance management) და მოტივაციების მართვა (Compensation Management).

ჩვენი მომხმარებლები

ადამიანური კაპიტალის მართვის (HCM) სისტემები განკუთვნილია კერძო და საჯარო სექტორში მოღვაწე იმ ორგანიზაციებისთვის და საწარმოებისთვის, ვისთვისაც პრიორიტეტულია თანამშრომლების კმაყოფილების გაზრდა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და უსაფრთხოება. ჩვენი მომხმარებლები არიან საცალო და საბითუმო გაყიდვების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, წარმოების სფეროს კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები.