მიხეილ მჭედლიშვილმა იუჯითიში მუშაობა 2005 წელს, სერვისის ინჟინრის პოზიციაზე დაიწყო და დღეს მონაცემთა ცენტრების საინჟინრო ინფრასტრუქტურის მიმართულებას ხელმძღვანელობს. მიხეილ მჭედლიშვილი რეგიონში ერთადერთი არქიტექტია, რომელმაც Uptime Institute-ის ATD (Accredited Tier Designer) სერტიფიცირება გაიარა. მას განხორციელებული აქვს საქართველოში უდიდესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მონაცემთა ცენტრების საინჟინრო გადაწყვეტების პროექტები. მიხეილმა ასევე, წარმატებით გაიარა წამყვანი ვენდორის, Rittal-ის სასერტიფიკატო კურსი IT Chiller Advanced Training და მიღებული აქვს Level 3 BTEC სტატუსი Practical Data Centre Design-ში.