ფილიალები

იუჯითის სერვის ცენტრი, თბილისის გარდა, თავისი რეგიონული ფილიალების საშუალებით მომხმარებლებს სრულფასოვან მომსახურებას საქართველოს სამ ქალაქში, ქუთაისში, ბათუმსა და გორში უწევს. ჩვენი მიზანია კომფორტული გარემო შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს და მათ არ მოუწიოთ დაზიანებული ტექნიკის დიდ მანძილზე ტრანსპორტირება.

იუჯითის სერვის ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომპიუტერული, პერიფერიული, ქსელური და სასერვერო ინფრასტრუქტურის ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურებას სთავაზობს, როგორც საგარანტიო ასევე არა საგარანტიო პერიოდში.

სერვის ცენტრი ფოკუსირებულია ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდებაზე. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით სისტემატურად ვატარებთ ჩვენი კლიენტების გამოკითხვას. მომხმარებელთა აზრის გათვალისწინებით მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სერვისები მოვარგოთ და შევუსაბამოთ კლიენტების მზარდ მოთხოვნებს.

შეთავაზება

იუჯითი მუდმივად მუშაობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მომსახურების არეალის გაფართოებაზე. სერვის ცენტრის საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და გორში.ჩვენი სერვის ცენტრების მისამართებია:

ასევე, შეძლეთ გადამზადების გარეშე, თავად დახვეწოთ რეპორტები და მოარგოთ იგი თქვენს სურვილებსა და საჭიროებებს. ჩვენ მიერ დანერგილი სისტემა, დაგეხმარებათ სწორი სტრატეგიული და საოპერაციო გადაწყვეტილებების მიღებაში და ოპერატიული, მოქნილი ანალიტიკის წარმოებაში.

  • თბილისი - ი. ჭავჭავაძის გამზ. 17
  • ბათუმი - გ. მაზნიაშვილის ქ. N12 (შპს „გლობალ ექსპრესი“)
  • ქუთაისი - თამარ მეფის ქ. N95 (შპს „კომლენდი")
  • გორი - გ. ცაბაძის ქ. N7 (შპს „მასტერ პლუსი“)

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან სახელმწიფო ორგანიზაციები, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, კომერციული სტრუქტურები, კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის და საცალო გაყიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, წარმომადგენლობები საქართველოში, ფიზიკური პირები და სხვა.