ნიკო სულხანიშვილი სატელეკომუნიკაციო სისტემების გამორჩეული და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექსპერტია. მან კარიერა საქართველოში კავშირგაბმულობის სექტორის განვითარებასთან ერთად დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა არაერთ წამყვან კომპანიაში და 2022 წლიდან, იუჯითის სატელეკომუნიკაციო და მზის ენერგიის სისტემების მიმართულებას ხელმძღვანელობს. ნიკოს გავლილი აქვს Siemens-ის, Huawei-ს, Alcatel-ის სერტიფიცირება და წამყვანი ვენდორების სისტემების დანერგვის მდიდარი გამოცდილება გააჩნია.