ჰიბრიდულ სისტემებში მზის პანელებით და ქარის ტურბინებით გამომუშავებული ელექტრო ენერგიის შენახვა ძირითადად მაღალი ტევადობის ლითიუმის ბატარეებში ხდება, რომლის გარდაქმნაც შესაბამისი ტექნოლოგიური მოთხოვნების მიხედვით (საცალო სამომხმარებლო -220VAC, საყოფაცხოვრებო/ინდუსტრიული - 380VAC და სატელეკომუნიკაციო - 380VAC/48VDC) ხორციელდება.
ჰიბრიდული სისტემის მეტი საიმედოობისთვის, კომპანია იუჯითი მომხმარებლებს სპეციალური დისტანციური მართვის სისტემას (EMS/BMS) სთავაზობს.
პარტნიორები
შეთავაზება
აღნიშნული სისტემა, საშუალებას იძლევა სისტემაში დაინტეგრირდეს დამხმარე მართვადი დიზელის გენერატორი, რომელიც არასაკმარისი გენერაციის ან მოწყობილობების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში, სისტემას დამატებითი ენერგიით უზრუნველყოფს, რომელიც აუცილებელია ავტონომიური ჰიბრიდული სისტემის გამართულად მუშაობისთვის.
იუჯითი ჰიბრიდული სისტემების მიმართულებით, შემდეგ პროდუქტებს გთავაზობთ:
ჩვენი მომხმარებლები
იუჯითის მომხმარებლები არიან კერძო და სახელმწიფო კომპანიები, რომლებსაც მზის ენერგიაზე მომუშავე განახლებადი ენერგიის ეფექტიანი გამოყენება სურთ. ელექტროენერგიის ჰიბრიდული სისტემები, ჩვენ მომხმარებლებს გარემოს ეკოლოგიაზე ზრუნვის საშუალებას აძლევს.