ფართოზოლოვანი დაშვების სისტემები

იუჯითი გთავაზობთ ფართოზოლოვანი დაშვების ინოვაციურ სისტემებს, რომლებიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს და მულტიმედია მომსახურებას უზრუნველყოფენ ყველა ტიპის საცალო და კორპორატიული მომხმარებელისთვის (VoIP, UHD HDR/SDR, IoT/AIoT).

იუჯითის ფართოზოლოვანი დაშვების სისტემები მოიცავს ყველა თანამედროვე ტექნოლოგიას, რომელიც პროვაიდერ კომაპნიებს საშუალებას აძლევს რამდენიმეჯერ გაზარდონ მომხმარებლების რაოდენობა, გაზრდილი მოთხოვნების შესაბამისად იქნება ეს ორმხრივი მულტიმედიური კავშირები, 4K/8K ტელევიზია, WiFi6 თუ სხვა.

ფართოზოლოვანი დაშვების სისტემებია:

ფიქსირებული ქსელები

  • G-PON, XGS-PON და NG-PON სტანდარტის გადაწყვეტები(MSAN-OLT)
  • 2.5/10 Gbit/s სააბონენტო მოწყობილობები (ONT)
  • ოპტიკური გამანაწილებელი ქსელის პასიური კომპონენტები (ODN)

უსადენო ქსელები

  • ფართოზოლოვანი P2P და P2MP რადიო სისტემები
  • Industrial 4G/WiFi-6/LoRaWAN IoT სისტემები
  • 2G/3G/4G/5G რადიო-რეპიტერები
  • 4G/5G Small Cell გადაწყვეტები

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი სატელეკომუნიკაციო სისტემებით დაინტერესებულ პროვაიდერ ორგანიზაციებს სთავაზობს:

  • დამკვეთის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე ტექნოლოგიური ამოცანის ჩამოყალიბებას
  • გადაწყვეტილების შემუშავებას დამკვეთის ამოცანიდან გამომდინარე
  • საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ტესტირებას და პილოტირებას. ტესტირებას შესაძლებელი მწარმოებლის დემო სტენდზე ან უშუალოდ დამკვეთთან
  • გადაწყვეტილების ექსპლუატაციაში გადაცემას, რაც გამოიხატება ადგილზე მიწოდებაში, გამართვასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის არსებულ სისტემებთან ინტეგრაციას
  • დანერგვის შემდგომ, მათ შორის საგარანტიო მომსახურებას
  • დამკვეთის თანამშრომლების სწავლებას
  • დეტალური დოკუმენტაციის მომზადებას

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის სატელეკომუნიკაციო სისტემების მომხმარებლები არიან მსხვილი და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლები და სხვა პროვაიდერი კომპანიები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მდგრადი, თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული გადაწყვეტების დანერგვა მათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.