დატაკომი

დატაკომის პროდუქტები მონაცემთა საკომუნიკაციო ქსელში გადაცემას და გაცვლას უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება ორ ან მეტ მოწყობილობასა თუ ქსელს შორის მონაცემთა გადაცემის, მიღებისა და დამუშავებისთვის. დატაკომი თამაშობს მნიშვნელოვან როლს თანამედროვე საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიებში და პროვაიდერ კომპანიებს მონაცემთა გადაცემის შესაძლებლობას აძლევს.

დატაკომის ქსელურ მოწყობილობებს სატელეკომუნიკაციო კომპანიები და ინტერნეტ სერვისის პროვაიდერები (ISP) თავიანთი მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სერვისების უზრუნველსაყოფად იყენებენ. იგი გამოიყენება სხვადასხვა ქსელს შორის კომუნიკაციის პროცესის სამართავად, ქსელის ტრაფიკის მართვისა და ოპტიმიზაციისთვის და სხვა.

დატაკომის სისტემებია:

  • პროვიდერული და კორპორატიული IP-MPLS გადაწყვეტები
  • Mobile Backhaul & DCI ტიპის როუტერები
  • Access/Interconnect SBC, SBC-NFV და SDvN სისტემები;
  • CGNAT-ის ტრანსლიაციის NAT44, 6RD Tunneling სისტემები
  • SD-WAN და SD-Branch გადაწყვეტები
  • Core/Distribution და Data Center ტიპის SDN-Enable სვიჩები
  • ინდუსტრიულ- IoT და SoHo ტიპის Ethernet სვიჩები

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი სატელეკომუნიკაციო სისტემებით დაინტერესებულ პროვაიდერ ორგანიზაციებს სთავაზობს:

  • დამკვეთის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე ტექნოლოგიური ამოცანის ჩამოყალიბებას
  • გადაწყვეტილების შემუშავებას დამკვეთის ამოცანიდან გამომდინარე
  • საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ტესტირებას და პილოტირებას. ტესტირებას შესაძლებელი მწარმოებლის დემო სტენდზე ან უშუალოდ დამკვეთთან
  • გადაწყვეტილების ექსპლუატაციაში გადაცემას, რაც გამოიხატება ადგილზე მიწოდებაში, გამართვასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის არსებულ სისტემებთან ინტეგრაციას
  • დანერგვის შემდგომ, მათ შორის საგარანტიო მომსახურებას
  • დამკვეთის თანამშრომლების სწავლებას
  • დეტალური დოკუმენტაციის მომზადებას

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის სატელეკომუნიკაციო სისტემების მომხმარებლები არიან მსხვილი და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლები და სხვა პროვაიდერი კომპანიები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მდგრადი, თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული გადაწყვეტების დანერგვა მათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.