ელექტრო კვების წყაროები და საველე ინფრასტრუქტურა

თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიის ელექტრო კვების სისტემები უფრო მეტად ადაპტირებულია სტანდარტულ და კრიტიკულ გარემოში განთავსებულ, ყველა ტიპის ტელეკომ და დატაცენტრულ მოწყობილობებზე. აპარატურის და ელექტრო კვების სისტემების მაღალი საიმედოობის თვალსაზრისით, თითოეული სტანდარტის გათვალისწინება, აუცილებელი პირობას წარმოადგენს.

მაღალი საიმედოობის დაცვისთვის იუჯითი სატელეკომუნიკაციო კომპანიებს სთავაზობს აკუმულიატორების სანახ სისტემებს, რომელიც წარმადობის და სტაბილურობის თვალსაზრისით რამდენიმეჯერ აღემატება სტანდარტულ AGM/GEL აკუმულიტორებს.

ელექტრო კვების სისტემებია:

  • ფიქსირებული და მოდულური ტიპის ტელეკომ გამმართველები ( Rectifier - 48VDC )
  • AGM/GEL/Lithium ტიპის ტელეკომ აკუმულიატორები
  • DC/DC და DC/AC ინვერტორები
  • მცირე და საშუალო ზომის ინტეგრირებული ტელეკომ-კონტეინერები
  • EMS სისტემები

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი სატელეკომუნიკაციო სისტემებით დაინტერესებულ პროვაიდერ ორგანიზაციებს სთავაზობს:

  • დამკვეთის ბიზნეს მიზნებიდან გამომდინარე ტექნოლოგიური ამოცანის ჩამოყალიბებას
  • გადაწყვეტილების შემუშავებას დამკვეთის ამოცანიდან გამომდინარე
  • საჭიროების შემთხვევაში, გადაწყვეტილების ტესტირებას და პილოტირებას. ტესტირებას შესაძლებელი მწარმოებლის დემო სტენდზე ან უშუალოდ დამკვეთთან
  • გადაწყვეტილების ექსპლუატაციაში გადაცემას, რაც გამოიხატება ადგილზე მიწოდებაში, გამართვასა და, საჭიროების შემთხვევაში, დამკვეთის არსებულ სისტემებთან ინტეგრაციას
  • დანერგვის შემდგომ, მათ შორის საგარანტიო მომსახურებას
  • დამკვეთის თანამშრომლების სწავლებას
  • დეტალური დოკუმენტაციის მომზადებას

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის სატელეკომუნიკაციო სისტემების მომხმარებლები არიან მსხვილი და საშუალო ზომის სატელეკომუნიკაციო კომპანიები, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლები და სხვა პროვაიდერი კომპანიები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მდგრადი, თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული გადაწყვეტების დანერგვა მათ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაში და მომხმარებლებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდება.