ბექაფი და არქივაცია

მონაცემთა სარეზერვო ასლების ლოკალურ ქლაუდ პლატფორმაზე განთავსება, საუკეთესო დაცვის მეთოდია თქვენს IT ინფრასტრუქტურაში გაუთვალისწინებელი ინცინდენტებით გამოწვეული მონაცემთა დაზიანების ან დაკარგვის საფრთხეებისგან თავის ასარიდებლად.

ბოლო წლებში გაზრდილმა კიბერ-შეტევებმა ახალი გამოწვევები გააჩინა, რამაც ბექაფისა და არქივაციის გადაწყვეტების გაუმჯობესებების საჭიროება გაზარდა. დღესდღეობით, ყველას კარგად ესმის სარეზერვო ასლების (ბექაფის) არსებობის მნიშვნელობა და თუ, რამდენად გვიცავს ის კრიტიკული მონაცემების დაკარგვისგან.

UGT Cloud-ის მონაცემთა რეზერვირების სერვისი საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს გამოიყენონ UGT Cloud-ის მონაცემთა ცენტრი, როგორც პირველადი სარეზერვო ასლების შენახვისთვის, ასევე, მეორადი ასლების შენახვისთვის მაშინ, როდესაც პირველადი ასლები მომხმარებლის გარემოშია განთავსებული.

შეთავაზება

UGT Cloud პლატფორმაზე მონაცემთა შენახვის სხვადასხვა ტიპის სერვისებია ხელმისაწვდომი, რომლებიც განსხვავებულ ბიზნეს საჭიროებებზეა მორგებული.

UGT Cloud-ის ბაზაზე არსებული სარეზერვო ასლების წარმოებისა და შენახვის სხვადასხვა ალტერნატივების არსებობის მიზანია, რომ ჩვენს მომხმარებლებს საკუთარ სპეციფიკაზე  მორგებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეთ, კერძოდ: 

  • საკუთარ ინფრასტრუქტურაში განხორციელებული ბექაფის ასლის UGT ქლაუდის სანახზე კოპირებას
  • თქვენი ინფრასტრუქტურიდან პირდაპირ UGT ქლაუდის სანახზე მონაცემთა დაბექაფებას
  • უცვლელი (immutable) სარეზერვო ასლების შენახვას UGT S3 Object Storage სანახზე

ამას გარდა, გთავაზობთ თქვენი კომპანიის სპეციფიურ ამოცანებზე მორგებულ ბექაფის გადაწყვეტებს, ასევე ბექაფის პროცესის აუთსორსინგს და მართვის სერვისებს.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის ბექაფისა და არქივაციის სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია მონაცემთა საიმედო დაცვა და დანაკარგებისგან დაზღვევა, IT ინფრასტრუქტურაზე კაპიტალური დანახარჯების ზრდის გარეშე.