ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა

ინფორმაციული უსაფრთხოება ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის, ავთენტიფიკაციის, კონფიდენციალურობისა და განგრძობადი მუშაობის დაცვას უზრუნველყოფს. ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა დაფუძნებულია ბიზნეს რისკებზე, რომლის ფარგლებშიც მინიმუმამდეა დაყვანილი დანაკარგები და დაცულია ორგანიზაციის მაღალი რეპუტაცია.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა ინერგება ISO/IEC 27001 სტანდარტის და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემა არის პოლიტიკის, პროცედურების და პროცესების ჩარჩო, რომელიც შექმნილია ინფორმაციის კონფიდენციალურობის, მთლიანობისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც შემდეგ კომპონენტებს მოიცავს:

  • ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობითი ჩარჩოს შემუშავება
  • რისკების მართვის პროცესის მოწყობა
  • კონტროლის მექანიზმების შემუშავება
  • მუდმივი გაუმჯობესების პროცესის მხარდაჭერა
  • თანამშრომელთა ტრენინგები ცნობიერების ამაღლების მიმართლებით

ჩვენი მომხმარებლები

ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც აქვთ მიზნად კონკრეტულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან ან/და ISO 27001 სტანდარტთან შესაბამისობა და რეალური უსაფრთხოების დონის გაზრდა. ამასთან, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ არა მარტო გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის უსაფრთხოება, არამედ გააუმჯობესონ IT ოპერაციების სტაბილურობა.