ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვა

ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში ორგანიზაციის მხარდაჭერის, მდგრადობის და ზრდის პროცესში ინფორმაციამ და ტექნოლოგიებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძინა. ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვით, ორგანიზაციებს შეუძლიათ გააუმჯობესონ IT და ბიზნეს მიზნებს შორის შესაბამისობა, შეამცირონ რისკები, გააუმჯობესონ IT სერვისების ხარისხი და უზრუნველყონ შესაბამისობა რეგულაციებთან და სტანდარტებთან.

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს ბიზნეს მიზნების მიღწევისათვის დაგეგმილი ამოცანების წარმატებით შესრულება, IT გუნდების მიერ. 

IT მმართველობის ჩარჩო უზრუნველყოფს პოლიტიკის, პროცედურებისა და სახელმძღვანელო პრინციპების ერთობლიობას, რომელიც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს მართონ თავიანთი IT აქტივობები სტრუქტურირებული და ეფექტური გზით.

IT მმართველობის ჩარჩოს დანერგვის სერვისი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:

  • შეფასება
  • ხარვეზების ანალიზი
  • ჩარჩოს დიზაინი
  • ჩარჩოს დანერგვა
  • ტრენინგი და ინფორმირებულობა
  • მონიტორინგი და შეფასება

შეთავაზება

იუჯითის მიდგომა და ჩვენი გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები საერთაშორისო სტანდარტებს, პრაქტიკებს და მეთოდოლოგიებს ეყრდნობა, როგორიცაა: ITIL, COBIT, ISO, CMMI.

ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვის ფარგლებში, ფასდება ორგანიზაციაში არსებული მდგომარეობა, შემუშავდება სამოქმედო გეგმა და დაინერგება ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების შესაბამისად.

ჩვენი მომხმარებლები

ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვის სერვისი განკუთვნილია საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის. ინფორმაციული ტექნოლოგიების მმართველობის ჩარჩოს დანერგვის სერვისის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის ბიზნეს მიზნების შესაბამისი ამოცანები, IT მიმართულებებისათვის და ასევე, გაზარდონ IT გუნდების ოპერაციების სტაბილურობა.