სამუშაო სადგურების დაინფიცირების, არასანქცირებული წვდომების, მონაცემთა გაჟონვის, მავნე კოდის გაშვებისა და სხვა რისკების გათვალისწინებით, დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოება რისკის ქვეშ დგას ისე, როგორც არასდროს.
ყოველ ახალ სახელმიწფო რეგულაციასთან შესაბამისობაში ყოფნა, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მოითხოვს. იუჯითის დახმარებით, შესაძლებელია მოკლე დროში მიაღწიოთ სრულ შესაბამისობას ინფორმაციის უსაფრთხოების, დოკუმენტაციის დამუშავების, კონტროლის ზოგიერთი მექანიზმის დანერგვის თვალსაზრისით და უზრუნველეყოთ თქვენი პროცესების და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მაღალი ხელმისაწვდომობა, მთლიანობა და კონფიდენციალურობა.
შეთავაზება
ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. იუჯითის რეგიონის მასშტაბით უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები ჰყავს. ჩვენს გამოცდილ გუნდთან ერთად, თქვენ შეძლებთ მინიმუმამდე დაიყვანოთ უსაფრთხოების რისკები და შეინარჩუნოთ დაცული და საიმედო ტექნოლოგიური გარემო.
ჩვენი მომხმარებლები
კიბერ უსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დანერგვის სერვისი განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც IT ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური დანახარჯების გარეშე, უსაფრთხოების გაზრდა სურთ. კიბერ უსაფრთხოების მართვის ჩარჩოს დანერგვის სერვისის საშუალებით, ჩვენმა მომხმარებლებმა გაზარდეს საკუთარი ორგანიზაციის დაცულობა და IT ოპერაციების სტაბილურობა.