უსაფრთხოების დონის შეფასება და შეღწევადობის ტესტირება

ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში მნიშვნელოვან როლს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის კომპონენტების, სერვისების და სისტემების უსაფრთხოება ასრულებს. მაღალი დონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინფორმაციული ტექნოლოგიების სისუსტეების აღმოჩენა, მათი გამოყენების ანალიზი და დროული აღმოფხვრა.

უსაფრთხოების დონის შეფასებისა და შეღწევადობის ტესტირება სისტემის, ქსელის ან აპლიკაციის უსაფრთხოების შესაფასებლად გამოიყენება.

კომპონენტებია:

  • Black Box - როდესაც უცნობია სისტემის სტრუქტურა და არ არის მასზე წვდომა წინასწარ მინიჭებული
  • Gray Box - როდესაც სისტემის შესახებ ცნობილია მხოლოდ ინფორმაციის ნაწილი
  • White Box - როდესაც სისტემის სტრუქტურა ცნობილია და ტესტირების განმახორციელებელს აქვს სრული ინფორმაცია სისტემის შესახებ და ასევე აქვს წინასწარ განსაზღვრული ავტორიზებული წვდომის უფლება

უსაფრთხოების დონის შეფასება და შეღწევადობის ტესტირება ეხმარება ორგანიზაციებს უსაფრთხოების რისკების იდენტიფიცირებაში, აღმოფხვრაში და მგრძნობიარე მონაცემებისა და სისტემების დაცვაში.

შეთავაზება

იუჯითი სისუსტეების სკანირების (Vulnerability scan) და შეღწევადობის ტესტირების (Penetration test) მომსახურებას გთავაზობთ.

ჩვენი სერვისის ფარგლებში გამოცდილი სპეციალისტები განახორციელებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების გარემოს სკანირებას და სისუსტეების იდენტიფიცირებას. ასევე, შეფასდება აღმოჩენილი დაუცველობის კრიტიკულობა და ბიზნესზე ზეგავლენის შესაბამისად განისაზღვრება რისკის დონე.

ჩვენი მომხმარებლები

უსაფრთხოების დონის შეფასება და შეღწევადობის ტესტირება განკუთვნილია როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც IT ინფრასტრუქტურაზე კაპიტალური დანახარჯების შემცირება და უსაფრთხოების გაზრდა სურთ. უსაფრთხოების დონის შეფასება და შეღწევადობის ტესტირების საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ გაზარდონ საკუთარი ორგანიზაციის უსაფრთხოება და IT ოპერაციების სტაბილურობა.