კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა

ინფორმაციული ტექნოლოგიების აპარატურის საჭიროება სულ უფრო მზარდია ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათი გამართული ფუნქციონირების გარეშე სამუშაო პროცესის გამართულად წარმართვა და დასახული მიზნების მიღწევა შეუძლებელია. იუჯითის IT მხარდაჭერის მასშტაბური სერვისის მიწოდების შესაძლებლობა აქვს და ნებისმიერი მოცულობისა თუ რაოდენობის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერას გთავაზობთ.

იუჯითის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერა  მოიცავს:

  • კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის და ოპერაციული სისტემების მხარდაჭერას
  • სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფების (მაგ: MS Office, adobe Products) მხარდაჭერას
  • მონაცემთა რეზერვირების მხარდაჭერას (მაგარLocal , Google Drive, One Drive, Drop Box)
  • პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერას
  • კომპიუტერული (სისტემური ბლოკი) და პერიფერიული ტექნიკის ფიზიკურ შეკეთებას

შეთავაზება

იუჯითის კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის სერვისი კომპლექსურია და მოიცავს, როგორც პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას, ასევე მომხმარებლებთან წარმოშობილ ხარვეზებზე მყისიერ რეაგირებას. ჩვენი გუნდის მიერ თქვენი კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის პროცესების მართვის პრინციპები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეფუძნება.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების უხარვეზოდ მუშაობასთან და IT პროცესების უსაფრთხოებასთან. კომპიუტერული და პერიფერიული ტექნიკის მხარდაჭერის სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.