მონაცემთა ბაზების მხარდაჭერა

მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის სერვისი მონაცემთა ბაზების შენარჩუნებასა და ოპტიმიზაციაზეა ფოკუსირებული. იგი მონაცემთა ბაზის სისტემების მუშაობის, უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის მონიტორინგს უზრუნველოფს. საჭიროების შემთხვევაში, მონაცემთა ბაზების მხარდაჭერის სერვისი შეიძლება მოიცავდეს ისეთ კომპონენტებს, როგორიცაა მონაცემთა ბაზის სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია, რეზერვირება, აღდგენა, მონაცემთა ბაზის განახლება, ვერსიების ცვლილება, ოპტიმიზაცია და უსაფრთხოების მართვა.

MySQL, Microsoft SQL Server, Oracle DBMS მონაცემთა ბაზების მხარდაჭერის სერვისი მონაცემთა ბაზების ადმინისტრირებას, მონაცემთა ბაზების მომხმარებლების, უფლებებისა და როლების მართვას, მონაცემთა ბაზების სარეზერვო ასლების წარმოებას და აღდგენას მოიცავს.

ასევე, მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგის, მონაცემთა ბაზების პროფილაქტიკური სამუშაოების, მონაცემთა ბაზის რეპლიკაციის პროცესის მხარდაჭერას, მონაცემთა ბაზის ცხრილების ინდექსაციის მხარდაჭერას, მონაცემთა ბაზების დანერგვას, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის მართვას და მონაცემთა ბაზების მაღალი ხელმისაწვდომობის მხარდაჭერას.

მონაცემთა ბაზის მხარდაჭერის სერვისი გადამწყვეტ როლს ასრულებს მონაცემთა ბაზების გამართულ და ეფექტურ მუშაობაში, რომელიც მრავალი პროგრამული აპლიკაციისა და ბიზნეს ოპერაციებისთვის კრიტიკული კომპონენტია.

შეთავაზება

იუჯითის გამოცდილი გუნდი თქვენი ორგანიზაციის მონაცემთა ბაზების მხარდაჭერას უმაღლესი სტანდარტების დაცვით გთავაზობთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნეს სერვისების უსაფრთხოებაა და მაღალი უწყვეტობა, ხოლო ჩვენი გუნდის კომპეტენცია გვაძლევს კლიენტის საჭიროებებზე და პრობლემებზე პროფესიონალურად რეაგირების საშუალებას.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი  კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების უხარვეზოდ მუშაობასთან და IT პროცესების უსაფრთხოებასთან. მონაცემთა ბაზების მხარდაჭერის სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.