იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია საკუთარ ბიზნეს პროცესებში საინფორმაციო სისტემებს იყენებს, რომელთა შეფერხებით მუშაობა და უსაფრთხოების დარღვევა მნიშვნელოვნად აზარალებს თქვენს ბიზნესს, ქსელური ინფრასტრუქტურა სწორედ იმის გარანტიას წარმოადგენს, რომ თითოეული თანამშრომელი თუ კლიენტი შესაბამის რესურსებზე, კონკრეტული და უსაფრთხო წვდომის უფლებით იყოს უზრუნველყოფილი.
ქსელური ინფრასტრუქტურის ლოგიკური მხარდაჭერის სერვისებია:
ქსელური ინფრასტრუქტურის აპარატურული მხარდაჭერის სერვისებია:
შეთავაზება
ქსელური ინფრასტრუქტურის აპარატურული მხარდაჭერის პროცესში იუჯითი ქსელური აპარატურის ფუნქციონირების მონიტორინგს და მის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ქსელური ინფრასტრუქტურის ლოგიკური მხარდაჭერის მიმართულებით კი, ქსელური ნაკადების მართვის პროცესის მხარდაჭერას, ქსელური უსაფრთხოების დაცვას, სხვადასხვა სახის კონფიგურაციების მართვასა და ადმინისტრირებას გთავაზობთ.
ჩვენი მომხმარებლები
ჩვენი კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების უხარვეზოდ მუშაობასთან და IT პროცესების უსაფრთხოებასთან. ქსელური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერის სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.