უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა

უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერა ქსელის, მონაცემების, აპლიკაციების და სამუშაო ადგილების დაცულობას უზრუნველყოფს. კომპანიების დიდ ნაწილს უჭირს მსოფლიოში არსებულ კიბერ საფრთხეებთან გამკლავება, რომლებიც ყოველდღიურად იხვეწება და ვითარდება. უსაფრთხოების სისტემების აუთსორსინგული სერვისები კომპანიებს ფინანსური რესურსების დაზოგვის და გამოცდილი სპეციალისტების კომპეტენციით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერის სერვისი მოიცავს:

  • ქსელის უსაფრთხოებას
  • მონაცემთა უსაფრთხოებას
  • გაჟონვის პრევენციას
  • საეჭვო აქტივობების მონიტორინგს
  • შიფრაციას
  • პერსონის იდენტიფიკაციას
  • პრივილეგირებული წვდომის მართვას და მონიტორინგს

შეთავაზება

იუჯითი გთავაზობთ უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერის სერვისს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი გუნდი შეისწავლის თქვენი კომპანიის ბიზნეს საჭიროებებს, შეიმუშავებს სისტემებით სარგებლობის პოლიტიკებს, კონფიგურაციებს და სისტემების რეალურ გარემოში გადატანას უზრუნველყოფს.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი  კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების უხარვეზოდ მუშაობასთან და IT პროცესების უსაფრთხოებასთან. უსაფრთხოების სისტემების მხარდაჭერის სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.