მომსახურება და ადმინისტრირება

იუჯითის მრავალწლიანი გამოცდილება და კვალიფიციური გუნდი შესაძლებლობას გაძლევთ არა მხოლოდ დანერგოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები, არამედ ეფექტიანად მართოთ IT პროცესები. სერვისის ფარგლებში, ჩვენი გუნდი გამოყოფს რესურსებს, რომელიც მიმართული იქნება თქვენს ორგანიზაციაში IT პროცესების ადმინისტრირებაზე.

იუჯითის IT მომსახურებისა და ადმინისტრირების სერვისის ფარგლებში, შესაძლებელია ისარგებლოთ შემდეგი კვალიფიკაციისა და უფლებამოვალეობების მქონე კომპეტენციებით:

  • CIO (Chief Information Officer), რომელიც პასუხისმგებელი იქნება IT სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელების პროცესის მონიტორინგზე.
  • სერვისების მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი კომპანიის IT სერვისების ადმინისტრირების პროცესის მონიტორინგზე.
  • IT მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი კომპანიის IT თანამშრომლების მართვასა და მონიტორინგზე. 

შეთავაზება

იუჯითი იქნება თქვენი IT პროცესების მმართველი, დაგეგმავს თქვენი განვითარების სტრატეგიებს, IT მხარდაჭერის პროცესებს და გაუწევს ადამიანურ კაპიტალს მენეჯმენტს. ამას გარდა, ჩვენი გუნდი იქნება თქვენი წარმომადგენელი IT კომპონენტების მომწოდებლებთან და დაგეხმარებათ მოლაპარაკებების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი  კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა ბიზნეს პროცესები მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ინფორმაციული ტექნოლოგიების უხარვეზოდ მუშაობასთან და IT პროცესების უსაფრთხოებასთან. IT მომსახურებისა და ადმინისტრირების სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.