ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მხარდაჭერის სერვისი მოიცავს სისტემის ინსტალაციას და კონფიგურაციას, ასევე მიმდინარე მონიტორინგს, პრობლემების აღმოფხვრას და განახლებას.
ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მხარდაჭერის სერვისები აერთიანებს სისტემის სტაბილურობის საიმედოობის და მარეგულირებლის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. სერვისის ფარგლებში, ასევე, შესაძლებელია მოძრაობის ამოცნობის ფუნქციის აქტივაცია და ვიდეო ანალიტიკის წარმოება.
შეთავაზება
იუჯითის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მხარდაჭერის სერვისი კომპლექსურია და მოიცავს, როგორც მონიტორინგს, ასევე წარმოშობილ ხარვეზებზე მყისიერ რეაგირებას. ჩვენი გუნდის მიერ თქვენი პერიმეტრის უსაფრთხოების დაცვის პრინციპები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს ეფუძნება.
ჩვენი მომხმარებლები
ჩვენი კლიენტები არიან მცირე, საშუალო და დიდი ბიზნეს კომპანიები, რომელთა საქმიანობის სფეროში უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია. ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მხარდაჭერის სერვისი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ბიზნეს საქმიანობის წარმატება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული.