საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება

იუჯითის სერვის ცენტრი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიცირებული და სერტიფიცირებული თანამშრომლებით, რომლებიც სისტემატურად მუშაობენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე. სერვის ცენტრი ემსახურება ინფორმაციული ტექნოლოგიების სხვადასხვა ტიპის ტექნიკას, როგორებიცაა ნოუთბუქები, დესკტოპ კომპიუტერები, მონიტორები, პრინტერები, სკანერები, პროექტორები, სერვერები, როუტერები და სხვა.

იუჯითის სერვის ცენტრი გთავაზობთ როგორც საგარანტიო, ასევე არასაგარანტიო მომსახურებას.

საგარანტიო მომსახურება გულისხმობს:

  • საგარანტიო პერიოდში დაზიანებული ტექნიკის დიაგნოსტირებას
  • დაზიანებული ნაწილის შეცვლას მწარმოებლის ორიგინალი ნაწილით
  • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერას იმ შემთხვევაში, თუ ის საგარანტიო პირობებით არის გათვალისწინებული

საგარანტიო მომსახურება ხორციელდება მწარმოებლის ხარჯით, საგარანტიო ვადის ამოწურვამდე. იუჯითის არასაგარანტიო მომსახურება კი, ფასიანი სერვისია და საფასური ანაზღაურებული უნდა იყოს მომხმარებლის მიერ, ხარვეზის გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ. მომსახურების საფასური შედგება, ჩანაცვლებული ნაწილისა და შეკეთების მომსახურების ღირებულებისგან.

შეთავაზება

იუჯითის სერვის ცენტრი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს კომპიუტერული, პერიფერიული, ქსელური და სასერვერო ინფრასტრუქტურის ტექნიკის დიაგნოსტიკისა და შეკეთების მომსახურებას სთავაზობს, როგორც საგარანტიო ასევე არასაგარანტიო პერიოდში.

სერვის ცენტრი ფოკუსირებულია ხარისხიანი და დროული მომსახურების მიწოდებაზე. მომსახურების ხარისხის ამაღლების მიზნით სისტემატურად ვატარებთ ჩვენი კლიენტების გამოკითხვას, მომხმარებელთა აზრის გათვალისწინებით მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი სერვისები მოვარგოთ და შევუსაბამოთ კლიენტების მზარდ მოთხოვნილებებს.

ჩვენი მომხმარებლები

ჩვენი მომხმარებლები არიან სახელმწიფო ორგანიზაციები, საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, კომერციული სტრუქტურები, კომპიუტერული ტექნიკით ვაჭრობის და საცალო გაყიდვების სფეროში მოღვაწე კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები, წარმომადგენლობები საქართველოში, ფიზიკური პირები და სხვა.