Microsoft 365 & Microsoft Azure-ის პროგრამული უზრუნველყოფა

იუჯითი გთავაზობთ Microsoft 365-ის პროგრამული უზრუნველყოფის, Office 365-ის და Microsoft-ის ღრუბლოვანი პლატფორმის, Microsoft Azure-ის ლიცენზიებს. იუჯითის მრავალწლიანი პარტნიორობა Microsoft-თან, ჩვენი სერვისის ხარისხსა და სპეციალისტების კვალიფიკაციას ადასტურებს და შესაძლებლობას გვაძლევს კლიენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ლიცენზირების პაკეტები შევთავაზოთ მათ.

Microsoft 365 მოიცავს საოფისე აპლიკაციებს (Office 365), როგორიცაა Word, Excel და PowerPoint, ასევე ღრუბლოვან სერვისებს, როგორიცაა OneDrive, SharePoint და Teams. Microsoft 365 საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ წვდომა აპლიკაციებსა და სერვისებზე ნებისმიერი ადგილიდან და მოწყობილობიდან, სადაც მათ ინტერნეტ კავშირი ექნებათ.

Microsoft Azure არის Microsoft-ის ღრუბლოვანი პლატფორმა ისეთი გადაწყვეტებით, როგორიცა ინფრასტრუქტურა, როგორც სერვისი (IaaS), პლატფორმა, როგორც სერვისი (PaaS) და პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც სერვისი (SaaS), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ანალიტიკა, ვირტუალური გამოთვლები, საცავი, ქსელი და მრავალი სხვა.

  • Microsoft Identity and access management - სერვისებზე წვდომის უსაფრთხოებისათვის
  • Microsoft Endpoint management და Microsoft Information protection - აპლიკაციებისა და მონაცემების კლასიფიკაციისათვის, დაცულობისათვის და მენეჯმენტისათვის
  • Microsoft Intune – მობილური მოწყობილობების მენეჯმენტისათვის

ბიზნესისთვის, ამ პროდუქტების ლიცენზირებას რამდენიმე სარგებელი მოაქვს, მათ შორის:

  • ხარჯეფექტურობა - Microsoft 365 და Azure არის მასშტაბირებადი და ეკონომიური, რაც საშუალებას აძლევს ბიზნესს მხოლოდ მათთვის საჭირო და გამოყენებული რესურსების შესაბამისად გადახდის საშუალებას აძლევს.
  • პროდუქტიულობა - Microsoft 365 უზრუნველყოფს გამარტივებულ წვდომას აპლიკაციებზე, რაც თანამშრომლებს საშუალებას აძლევს ითანამშრომლონ, დაუკავშირდნენ ერთმანეთს და იმუშაონ ეფექტურად მიუხედავას იმისა, თუ სად იმყოფებიან ტერიტორიულად.
  • უსაფრთხოება - Microsoft-ი დიდ ინვესტიციას დებს უსაფრთხოებაში და გვთავაზობს დაცვის ძლიერ ინსტრუმენტებს, რაც ხელს უწყობს ბიზნესის მონაცემებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვას.

პარტნიორები

შეთავაზება

იუჯითი ადგილობრივ ბაზარზე Microsoft-ის მიერ სერტიფიცირებული, მაღალი კვალიფიკაციის და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით გამოირჩევა.

იუჯითი Microsoft-ის მრავალი წლის Gold პარნტიორი და მის მიერ 3-ჯერ, წლის პარტნიორად დასახელებული კოპანიაა, რომელსაც Microsoft-ის ორივე უმაღლესი საპარტნიორო კონტრაქტი - LSP (Large Solution Provider) და CSP Direct Partner (Cloud Solution Provider) აქვს. აღნიშნული სტატუსები და აღიარება 20 წლიანი წარმატებული თანამშრომლობით და სერტიფიცირებული სპეციალისტების საშუალებით მოვიპოვეთ.

ჩვენი მომხმარებლები

იუჯითის პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მომხმარებლები არიან სახელმწიფო სტრუქტურები, ბანკები, სატელეკომუნიკაციო კომპანიები, სადაზღვევო კომპანიები, ქსელური მარკეტები, საწარმოები. ასევე სხვა მსხვილი და საშუალო ზომის კომპანიები, რომელთაც საკუთარი თანამშრომლობის პროდუქტიულობის, უსაფრთხოების და მოქნილობის გაუმჯობესება სურთ.