კერძო ქლაუდი განკუთვნილია ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომელთაც კონკრეტული სერტიფიცირების მოთხოვნებიდან ან პროგრამული უზრუნველყოფის სფეციფიკიდან გამომდინარე, ფიზიკური რესურსების სრული იზოლაცია ესაჭიროება.
იუჯითის კერძო ქლაუდი აგებულია VMware-ის ღრუბლოვანი ტექნოლოგიის ბაზაზე და იყენებს HPE-ს კორპორატიული კლასის სერვერულ ინფრასტრუქტურას. მონაცემთა დამუშავება და შენახვა შესაძლებელია, როგორც პროგრამულად განსაზღვრული მონაცემთა სანახის მეშვეობით (All Flash VSAN), ასევე ჰიბრიდული მაღალი დაცულობის მქონე HPE-ს კორპორატიული კლასის მონაცემთა სანახებზე.
შეთავაზება
იუჯითის კერძო ქლაუდის არსებული მზა გადაწყვეტილებების გარდა, მოთხოვნის საფუძველზე შესძლებელია თქვენზე მორგებული ღრუბლოვანი გარემოს აგებაც, სადაც UGT Cloud-ი უზრუნველყოფს ღრუბლოვანი გარემოს აგებისთვის საჭირო ყველა კომპონენტს: სერვერული, ქსელური თუ მონაცემთა სანახი ინფრასტრუქტურის სახით. ვირტუალიზაციის პლატფორმის არჩევა, ასევე შეუძლია თავად მომხმარებელს: VMware, Microsoft, Proxmox გადაწყვეტების ბაზაზე.
იუჯითის კერძო ქლაუდის (UGT Public Cloud) გამოყენების უპირატესობებია:
ჩვენი მომხმარებლები
იუჯითის კერძო ქლაუდი განკუთვნილია საშუალო და დიდი ზომის ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც გააჩნიათ სპეციფიკური მოთხოვნები IT ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში და მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება სხვა ღრუბლოვანი სერვისების მეშვეობით ვერ ხორციელდება.